სამუშაო შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობის მიმოხილვა, თანამშრომლობის გაღრმავება და მხარდაჭერა. აღნიშნული ურთიერთობის მაგალითია ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამა. ღონისძიებაზე, ამ პროგრამის 2018 წლის გამარჯვებულებმა, წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი პროექტების შესახებ.
ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამის მიზანია, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცეს, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე ჩაატარონ კვლევები სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომებისათვის, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით.
ფონდისა და იულიხის 2018 წლის ერთობლივი საგრანტო პროგრამა გამოცხადდა თებერვალში. პროგრამის ფარგლებში, ფონდისა და იულიხის მხარემ შეარჩია 4 სტუდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






