ნიუ იორკში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრებოდა და მათ კითხვებსაც პასუხობდა.
სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველოდან წასვლა და ემიგრაციაში ყოფნა უწევთ:
„ეს არის ტრაგედია, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა. ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის პირველ რიგში და ეს არის ძალიან მძიმე საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენგანისთვის. რჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ მთელი ქვეყანა უნდა გადაიქცეს საკარმიდამო ნაკვეთად ერთი ოლიგარქის, ერთი ფეოდალის და ის არის დაინტერესებული იმაში, რომ არ იყოს ხალხი და განსაკუთრებით ბოლო არჩევნების მერე, როცა დაინახა, რომ თურმე ეს ხალხი რომელიც ეგონა, რომ დაჩაგრა, დააშინა, გააუბედურა, გააღატაკა ბოლომდე, პრინციპში კიდევ აქვს უნარი, რომ წინააღმდეგობა გაწიოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან საქართველოში მარიხუანას შესაძლო კულტიავციაზეც გაამახვილა ყურადღება:
„საქართველოს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო ახალი ჰაბი მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. დღეს რას ვიღებთ? ეს ყველაფერი წარსულშია. ჩვენ გვეუბნებიან მარიხუანას აქვს 500%-იანი მოგება, რათ გინდა ტექნოლოგიები? რათ გინდა სწავლა? ეს არის მთელი ტაობის განადგურება ნარკოტიკებით“, - აღნიშნა მესამე პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი ეზიზღება:
„ჩემი მოქმედება ყოველთვის ეფუძნებოდა იმას, რომ მჯერა და მწამს ჩემი ხალხის, ივანიშვილს ეზიზღება ქართველები, გამორჩეულად ეზიზღება საქართველოს რამდენიმე კუთხე, მაგალითად სამეგრელო, აჭარა, კიდევ ერთი ორი, მაგრამ ზოგადად ქართველები ეზიზღება, ქუთაისი ეზიზღება, თბილისი ეზიზღება, ზიზღია მისი სტილი, საერთოდ არ სჯერა ქართველების, ცინიკურად არის დამოკიდებული, მიაჩინია, ქართველები იყიდა, გაყიდა, „ტავარია“ როგორც თვითონ იტყოდა. მე მჯერა ჩემი ხალხის, იმიტომ, რომ ჩვენ რაც ავაშენეთ, ეს გააკეთა ჩვეულებრივმა ხალხმა, რომლებიც მუშაობდნენ მშენებლობებზე, ერთადერთი რაც ვერ გავთვალე, ჩემი მთავარი შედომა არის და მინდა ვაღიარო, რომ ამხელა გადინება იქნებოდა საქართველოდან ხალხის. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაფიქრებს ახლა, ყველაფერი კარგად იქნება ქვეყნიდან წელიწადში 500-800 ათასი კაცი რომ არ მიდიოდეს და არ რჩებოდეს მხოლოდ ერთი მილიონი“, - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა დაანახა, რომ ქართველ ხალხს „თავისუფლებისადმი ლტოლვა ვერ ამოუშანთეს“:
„მე არავის ისე არსად არ ვეპატიჟები, თუ არ იქნება პირობები, პირველ რიგში სამუშაო ადგილები იმსითვის, ვისაც შეუძლია მუშაობა და მეორე, დაცვის შესაბამისი პაკეტები იმ ხალხისთვის, ვინც ეს გააკეთა, სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ხალხის დაბწუნება, როცა ქვეყანა ვითარდება, ის სწრაფად იზრდება, მოსახლეობა და ის ვისი ხარჯით უნდა გავზარდოთ, ქართველების და ესენი აკეთებენ, ქართველები გადიან და შემოდის ბევი ადამიანი, რომლისთვისაც საქართველოსთან ემოციური ბმა საერთოდ არანაირი არ არსებობს. მე ვიცოდი, რომ გავუარესდებოდით, მაგრამ გასული წლიდან მოყოლებული უკვე არის ჩართული განადგურების რეჟიმი. მანამდე იყო დაპაუზების და უკუსვლის, ახლა ჩაერთო განადგურების რეჟიმი. ახლა უკვე ასპირინის სმით პაციენტს ვეღარ გადაარჩენ. ახლა ხელოვნური სუნთქვა უნდა ატარო, ქირურგიული ჩარევა უნდა მოახდინო, უნდა გადაარჩინო.
ბოლო არჩევნებმა დაანახა ნათლად, მშვენივრად, ქართველი ხალხის ის ნაწილი, რაც დარჩა, იმათაც ვერ ამოუშანთეს ტავისუფლებისადმი ლტოლვა. რომ არ ცაეყარათ, რომ არ გაეყალბებინათ, ვერ იგებდნენ, ამიტომ მე ვარ უფრო ოპტიმისტურად განწყობილი. ესენი არიან დაკომპლექსებული ხალხი, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვისაც არ აქვს კომპლექსები“, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






