„სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით უცხოელ ექსპერტთა საბჭო შეიქმნას“ - გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივა
პოლიტიკა - 13:13, 21 Jan, 2019     986
სასამართლო სისტმის გაუმჯობესების მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას იუსტიციის საბჭოსთან არსებულ უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნას სთავაზობს.

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვაშაძის განცხადებით, „ძალა ერთოაბშიას“ ინციიატივა ითვალისწინებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მოხდეს ევროპული პრაქტიკის გამოყენება, რომელიც სასამართლოს განვითარებას ხელს შეუწყობს.

„იუსტიციის საბჭო, რომელსაც ნულოვანი ნდობა აქვს, ცდილობს, გაიყვანოს იმ კლანის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, რომელაც მთელი საზოგადოება ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, უმრავლესობაში გვყავს ლიდერები, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და მათი მიზანია, ეს მათ მიერ მოსყიდული მოსამართლეები როგორმე შეიყვანოს სასამართლო სისტემაში და როგორმე ისინი გახადონ უვადო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ჩვენი ვალია, ეს ყველაფერი არ დავუშვათ, მაგრამ აქვე გვინდა მივმართოთ საზოგადოებას, რომ თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მექანიზმი, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ხვალ და ზეგ ჩვენ მივიღებთ ისევ „მურუსიძე ორს“, „ჩინჩალაძე ორს“ და ვიღაც ამ უბედურ ადამიანებს, რომლებიც თავზე გადაგვახევენ სასამართლო სისტემას.

ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, გამოვიყენოთ ის ევროპული სრულიად ახალი პრაქტიკა, რომელიც ჩვენმა მეგობარმა ევროპის ქვეყნებმა, ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა ერთობლივად შეიმუშავეს სწორედ ისეთი ქვეყნებისთვის, რომელსაც სურს ევროინტეგრაცია. ამ მექანიზმის იმპლემენტაცია უკვე მიმდინარეობს უკრაინაში, ამ მექანიზმის გამოყენებაზე დღეს საუბარია მოლდოვაში და დადგა დრო, დავიწყოთ ამ მექანიზმის გამოყენება საქართველოშიც.

რაში მდგომარეობს ეს მექანიზმი, იუსტიციის საბჭოსგან იქმნება უცხოელ ექსპერტთა საბჭო, ვინ არიან ეს უცხოელი ექსპერტები? ადამიანები, ვინც იყვნენ მაღალი რანგის მოსამართლეები წამყვან დასავლურ ქვეყნებში: გერმანიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და ა.შ. ამ ადამიანებს წარადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც არის საქართველო, მაგალითად, ევროპის საბჭო, ეუთო, სოფლიო ბანკი ან მანივალი, რომლებიც ებრძვიან ფულის გათეთრებას და კორუფციას სხვადასხვა ქვეყნებში. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ უცხოელ ექსპერტებს აქვთ ვეტოს უფლება, ანუ მათ შეუძლით თქვან, რომ კონკრეტული პიროვნება არ შეიძლება იყოს მოსამართლედ განწესებული. მაგალითად, ასეთი უცხოელები აუცილებლად იტყოდნენ, რომ ჩინჩალაძე არ შეიძლება იყოს არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არამედ რიგითი მოსამართლეც კი. ასევე იტყოდნენ მურუსიძეზე, ასევე იტყოდნენ ბევრ იმ ადამიანზე, რომლებმაც კარგად გაგვაცნეს თავი ამ დღეებში. რაც მთავარია, ისინი არ იქნებოდნენ მიკერძოებულები, რადგან არ იქნებოდნენ ამ სოციუმიდან, ამ საზოგადოებიდან, საქართველოდან არ იქნებოდნენ.

ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული ფუნქცია აქვს სამოქალაქო სექტორს, რაც მაგალითად ეხლა ხდება უკრაინაში. სამოქალაქო სექტორი მუშაობს სწორედ ამ უცხოელ ექსპერტებთან და აწვდის სრულ ინფორმაციას თითოეულ მოსამართლესთან დაკავშირებით. მე მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, ასი სამოსამართლე კანდიდატიდან, რომლებმაც წარადგინეს საკუთარი განაცხადი უკრაინაში ანტიკორუფციულ სასამართლოს მოსამართლეობაზე, 49-ზე დადებული აქვს ვეტო უცხოელ ექსპერტთა საბჭოს.

აქვე, მინდა გამოვეხმაურო, იმ მოთხოვნას, რაც დღეს გაჟღერდა უზენაეს სასამართლოსთან.ვუერთდებით ამ მოთხოვნას და მიგვაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, ვინც დღეს წარმოდგენილი არიან, აქვთ ნულოვანი ნდობა აბსოლუტურად ყველასგან.

რაც შეეხება აღნიშნულ მექანიზმს, ამის შემუშავებაში ჩვენც ვიღებდით უშუალო მონაწილეობას ევროპელებთან ერთად. ვფიქრობ, დადგა დრო, ეს ახალი ევროპული სტანდარტი დაინერგოს საქართველოში და გვქონდეს მოსამართლეების შეჩევის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მექანიზმი, რათა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს კლანები და ანკლავები“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42