გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური - საგარეო უწყება ლიბიიდან ინფორმაციას ელოდება
პოლიტიკა - 12:54, 21 Jan, 2019     708

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ლიბიიდან ელოდება.

საქმეში ჩართულია ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, რომელიც ფარავს ლიბიას და ასევე, სტამბოლოს საკონსულო, ვინაიდან გემი იყო თურქული კომპანიის მფლობელობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, რომ გემთმფლობელი კომპანიის ადვოკატი იმყოფება ლიბიაში და ცდილობს იქ დეტალების გარკვევას.

"გამოძიებას აწარმოებს ლიბიური მხარე. ცნობილია ის, რომ 7 იანვარს ჩვენი მეზღვაური, რომელიც მორიგეობდა გემბანზე, მეორე დღეს შემცვლელმა ის ვეღარ ნახა ანუ ფაქტიურად მოხდა მისი გაუჩინარება და დღემდე რაიმე დეტალი აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის უცნობია. ჩვენი საელჩო არის კონტაქტზე ზოგადად ლიბიურ მხარესთან, ანუ საელჩოს მეშვეობით კაიროში და დღის განმავლობაში ჩვენ ველოდებით დამატებით ინფორმაციას, ყოველ წუთში შეიძლება რაღაც სიახლე მივიღოთ. ამ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს იყოს ნაკლებად სავარაუდო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მაშინ გემის დანარჩენი წევრები შესაბამის ჩვენებას ინფორმაციას გაავრცელებდნენ. თუმცა ვერცერთი ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება, სანამ გამოძიება უფრო დეტალურ ინფორმაციას არ მოგვაწვდის,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობის დროს დაიკარგა. ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი "დოგან ბეიდან" 7 იანვარს გაუჩინარდა, ხოლო დაკარგული მეზრვაურის ოჯახს მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს.


დავით რაზმაზის გაუჩინარება მისმა თურქმა შემცვლელმა აღმოაჩინა და პოლიციას მიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42