„გადადგეს იუსტიციის საბჭოს ყველა ის წევრი, ვინც მხარი დაუჭირა მოსამართლეთა 10-კაციან სიას“ - არასამთავრობოებისა და ადვოკატების მანიფესტი
პოლიტიკა - 12:16, 21 Jan, 2019     801

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებმა და ადვოკატებმა დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი სპეციალურ მანიფესტს, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ შემადგენლობამ, რომელმაც მხარი დაუჭირეს გასული წლის დეკემბერში მოსამართლეების სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში, უნდა დატოვონ თანამდებობები. მეორე - სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ ბატონმა მურუსიძემ და ბატონმა ჩინჩალაძემ, ვინაიდან ისინი არიან სიმბოლო მორჩილი მოსამართლეების, ასევე, აუცილებელია, რომ პარლამენტმა ფართო დისკუსიებით დაიწყოს მსჯელობა კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და მეოთხე, ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ - სიის ნომინირება მოხდეს მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განახლდება,“-აცხადებს საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რჩება დაახლოებით 20 ისეთი მოსამართლე , რომლებიც ცნობილი არიან, როგორც ხელისუფლების ნების გამტარებელი პირები.

„ეს ადამიანები გამოიყენებოდნენ იმიტომ, რომ ინსტრუქციები შეესრულებინათ. დღეს ვხედავთ, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად არიან გაძლიერებული, მათ აქვთ უფრო მეტი ძალაუფლება და მათ შეუძლიათ მთელ პარლამენტს ინსტრუქციები მისცენ, ვინ აირჩიონ, როგორ აირჩიონ და საერთოდ რა გააკეთონ სასამართლოსთან მიმართებაში“-აცხადებს ეკა გიგაური.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42