კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესს დაესწრო
პოლიტიკა - 10:17, 21 Jan, 2019     761
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.


დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ღონისძიების თბილისში ჩატარება, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე დადებით გავლენას მოახდენს.

„დღეს, აქ სწორედ ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ქმნიან ტურისტულ ამინდს. მე, რა თქმა უნდა, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა იმართება საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რომ თბილისი შედის ტოპ ათეულში იმ ქალაქებს შორის, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოინახულოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ღონისძიების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მონაწილეები საქართველოს რეგიონებსაც ეწვევიან და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან.

„როგორც ვიცი, გარდა კონგრესის ძირითადი სამუშაო ნაწილისა, ღონისძიება მოიცავს თბილისის პრე და პოსტ ტურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ჩვენი სტუმრებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, ზოგიერთი მონაწილე პირველად, ხოლო სხვები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ჩვენი პატარა და მრავალფეროვანი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფერედერაცია ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს და ნაციონალური თუ მსოფლიო ტრენერების მომზადებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კონგრესს 60 ქვეყნის ასზე მეტი ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიებას თბილისი 20 იანვრიდან 25 იანვრამდე უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42