“გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში ევროპის ჩემპიონს და იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს წიხლს ურტყავდა?!” - ცოტნე გამსახურდია
პოლიტიკა - 20:55, 20 Jan, 2019     4166
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის ცემის ფაქტს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია. მისი თქმით, ის ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, როცა ხელისუფლების წევრები და მათი ოჯახები კანონზე მაღლა დგას. ამის მაგალითად გაერთაინებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაჭერის ფაქტო მოჰყავს, მაშინ როცა ევროპს ჩემპიონის ცემისთვის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს პასუხი არავინ მოსთხოვა.

„მიშა სააკაშვილს რატომ ვუპირისპირდებოდი, განა მისი სახელი და გვარი არ მომწონდა? ტიპმა ქვეყანა სამ წელიწადში თავიდან შექმნა, გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით! მაგრამ იმ ქვეყანაში სამართალი არ იყო. უფრო სწორედ, იყო ე.წ. შერჩევითი სამართალი, როცა ხელისუფლების წევრები და მათი ოჯახები კანონზე მაღლა იდგენ, და დანარჩენებისთვის - ეს კანონი იყო დრაკონული.

პირადად ჩემთვის ეს იყო აუტანელი, და ის უაპელაციო დამოკიდებულება ოპონენტებისადმი, რაც მათ ჰქონდათ. და დღეს უნდა მომწონდეს, რომ გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონს და იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს წიხლს ურტყავდა?! ჩავაყუდებთ! - კაცობს აქ ეს ბიძინეს ხელის ბიჭი... გამოექანონ...- მატრაკვეცობს მეორე...

ამას ვებრძოდი და ეს არ მომწონს დღესაც. მე ხელისუფლების ქმედებებს ვუყურებ და არა თვალის პაჭუნს ან არმანის ტრუსიკებს. ვისაც ეგ აინტერესებს, შეარგოს! თორემ ამათ მიშას მეათედი რომ არ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის შინ ან გარეთ, ამას ლაპარაკიც არ უნდა. და ვისაც მოსწონს, ალალია მასზე ცოცხებიც, ჯაჭვებიც და გამოქანებაც!“ - წერს ცოტნე გამსახურდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42