ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
პოლიტიკა - 12:41, 20 Jan, 2019     4864
სკანდალი ჭიდაობის ფედერაციაში - ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპტიონის ცემის ფაქტს, ეხმაურებიან ვეტერანი სპორტსმენები. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები დაუშვებელია და ფედერაციის პრეზიდენტებს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება უნდა ჰქონდეთ.

„თუ ეგეთი ფაქტი მოხდა, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და, რა თქმა უნდა, ეგეთი საკითხები როცა დგას, საზოგადოება სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს. როდესაც პრეზიდენტი ხარ, თმენის უნარი მეტი უნდა გქონდეს. უნდა შეიკრიბოს აღმასკომი და ეს საკითხი განიხილოს. ჯერ საზოგადოებამ უნდა განიხილოს, პირველ რიგში, მე ესე ვფიქრობ და სწორი იქნება. თუ რამე ისეთი არის დანაშაულის ფაქტები, ეგ უკვე მეორე ნაწილია,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა.

მომხდარს ეხმაურება ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გურამ საღარაძე, რომელიც ცემის ფაქტს მიუღებელს და სამარცხვინოს უწოდებს.

„გული მწყდება... ეს ეხება ფედერაციის პრეზიდენტს ხომ? ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის, დიდისთვის თუ პატარისთვის. ზრდილობის, სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის და ერთ გუნდად შეკვრის და თანადგომის. ესეთი რამეები არ შეიძლება, ყოვლად მიუღებელია. ამ საკითხზე პრეზიდიუმმა სერიოზულად უნდა იმსჯელოს,“ - აღნიშნავს საღარაძე.

სპორტის სასახლეში გადაჭებული ექსკლიზიური კადრები "შაბათის კურიერმა" გასააჯაროვა. მასალა თვითმხილველის მიერაა გადაღებული.

სკანდალურ კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯაჭვით ხელში უახლოვდება და მას ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი სახეში მუშტი ხვდება.

სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია. შსს-ს ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე მხარეები გამოსაკითხად დაიბარეს, თუმცა, მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მიწოდებაზე უარი თქვეს. სწორედ ამის გამო, მათი გამოკითხვა სასამართლო წესით მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42