ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტზე ნიკა მელია გეგეშიძის გადადგომას და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
პოლიტიკა - 12:30, 20 Jan, 2019     1099
ნიკა მელია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთი ლიდერი და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯომარე გუშინ, შაბათის გურიერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, საუბარია სპორტის სასახლეში გადაღებულ ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ ზონდერი გეგა გეგეშიძე გადადგეს და უახლოეს დღეებში იქნას მართლმსაჯულების წინაშე წარდგენილი. გუშინ მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ კიდევ ერთხელ ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი ხელისუფლების მიერ შექმნილი და მათ მიერვე კონტროლირებადი ზონდერები კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომელთა ანგარიშზე მოდის არა ერთი სისხლიანი დარბევა. ვინაიდან ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ აქვს მიტაცებული ქვეყნის მართვის ბერკეტები, ეს ადამიანები არა თუ არ არიან დასჯილები, პირდაპირ იმართებიან ხელისუფლების მიერ,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ვიდეომასალის არსებობის მიუხედავად, გეგა გეგეშიძე სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ.

ნიკა მელიამ კორცხელის ინციდენტი გაიხსენა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ძმას, ვლადიმერ გეგეშიძეს კორცხელში ოპოზიციის ლიდერების ცემაში ადანაშაულებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42