"მდგრადობაზე და ზარალზე ოფიციალური დასკვნა რამდენიმე დღეში გვექნება"- საბურთალოს რაიონის გამგებელი დიდ დიღომში აფეთქებულ კორპუსზე
პოლიტიკა - 19:41, 19 Jan, 2019     914
საბურთალოს რაიონის გამგებლის გაიოზ ვასაძის თქმით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და ამის შემდეგ გაირკვევა ზარალის ოდენობაც, ასევე დასკვნის საფუძველეზე დაიწყება კორპუსის გამაგრებითი ან სხვა სახის სამუშაოები.


„სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო მუშაობა გუშინ მდგრადობასთან და ზარალის დადგენის მიმართულებით და რამდენიმე დღეში გვექნება მათი ოფიციალური დასკვნა. ამ დასკვნის შემდეგ მოხდება ტერიტორიის დასუფთავება, კომუნიკაციების ნახვა და იმის შემდეგ დაიგეგმება უკვე გამაგრებითი ან სხვა სამუშაოები, რომლებიც უნდა ჩატარდეს. გვქონდა ჩვენ შეხვედრა მოსახლეობის ნაწილთან და ვფიქრობთ, რომ ის ოჯახებს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, გადავიყვანოთ საცხოვრებელ სახლებში დროებით, სანამ არ დაბრუნდებიან თავის სახლში იმიტომ, რომ იწყება სკოლებში სწავლის პროცესი.“ - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

დიდ დიღომში ავთანდილის #8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა 16 იანვარს ყაზტრანსგაზის თანამშრომლები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია და გაზის გაჟონვა არ ხდება, რამდენიმე საათში კორპუსში დაგროვილი გაზის გამო აფეთქება მოხდა, რამაც 4 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 8 ადამიანი. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად მეექვსე სართულზე სადაც უშუალოდ აფეთქება მოხდა მესამე ხარისხის დაზიანებაა, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილზე დაზიანებები პირველი ხარისხისაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42