"განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების შეურაცხყოფას"- მეუფე გრიგოლი
პოლიტიკა - 15:42, 19 Jan, 2019     1369
სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გამოეხმაურა. მეუფე გრიგოლის თქმით პრობლემებზე საუბრისას, პიროვნებებამდე დაწვრილმანება არ უნდა მოხდეს. მიტროპოლიტის განცხადებით არის ფაქტები, როდესაც ხდება დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების სასულიერო პირების შეურაცხყოფა და ლანძღვა, მეუფე გრიგოლის თქმით, შეურაცხმყოფელი გამოსვლები, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად შეინიშნება, ანგრევს მართლმადიდებელი ეკლესიის ღერძს და აუკუღმართებს მის ჭეშმარიტ არსს:

„როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიდეთ პერსონებზე და პიროვნებებზე, ჩვენ ზოგადად პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. იმაზე, რაც ჩვენ სულიერ ცხოვრებას გააჯანსაღებს და არავითარ შემთვევაში არ უნდა დავპატარავდეთ ისე რომ ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დავიწყოთ.

ძალიან ხშირად შეინიშნება უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოსვლები და კიდევ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, განსაკუთრებით საწყენია და სამწუხარო ფაქტია, რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან მაღალი იერარქების სასულიერო პირების შეურაცხყოფასა და ლანძღვას, ამან თითქოს ერთგვარი შეუქცევადი ტენდენციის სახე მიიღო. ცალსახად და გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ამგვარი ქმედება და ცნობიერება ანგრევს მართლმადიდებელი ეკლესიის ღერძს, რომელიც მას ამაგრებს და ამტკიცებს, აუკუღმართებს მის ჭეშმარიტ არსს.“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა იერარქიით მასზე მაღლა მდგომი ჭყონდიდის მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას გააკრიტიკა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალი და ქამი უწოდა.

მისი უკმაყოფილება მეუფე პეტრეს განცხადებებმა გამოიწვია - ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 28 დეკემბრის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ "საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ", ვინაიდან, მისი თქმით პატრიარქმა ციანიდის საქმესა და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბარი არ ისურვა.

როგორც გავრცელებულ წერილში მეუფე პეტრე ამბობს, მეუფე სპირიდონი, უსამართლობასთან და ფარისევლობასთან დაპირისპირებას, კათოლიკოს პატრიარქთან დაპირისპირებად წარმოაჩენს, რითაც თავად ახდენს კათოლიკოს პატრიარქის დისკრედიტაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42