„მეუფეს მე ვფიქრობ ამომწურავად დავუფიქსირე ჩემი გულისტკივილი ჩემს წერილობით მიმართვაში, როგორც ვწერ წერილში იმედი მაქვს რომ ეს ძღვენი არ იქნება უარყოფილი და შეურაცხყოფილი მისი მხრიდან და იმედი მაქვს რომ ეს გულისტკივილით და ღვთის მადლით დაწერილი მამხილებელი წერილი, მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი და არა გზაზე და ეკალბარდებსა ზედა. მე ვფიქრობ რომ ამ მხილებამ და მოწოდებამ უნდა გამოიღოს ნაყოფი და იმედს ვიტოვებ, რომ ასე მოხდება“- განაცხადა მეუფე პეტერემ.
შეგახსენებთ, სხალთის ეპისკოპოსმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას გააკრიტიკა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალი და ქამი უწოდა.
მისი უკმაყოფილება მეუფე პეტრეს განცხადებებმა გამოიწვია - ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 28 დეკემბრის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ "საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ", ვინაიდან, მისი თქმით პატრიარქმა ციანიდის საქმესა და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბარი არ ისურვა.
როგორც გავრცელებულ წერილში მეუფე პეტრე ამბობს, მეუფე სპირიდონი, უსამართლობასთან და ფარისევლობასთან დაპირისპირებას, კათოლიკოს პატრიარქთან დაპირისპირებად წარმოაჩენს, რითაც თავად ახდენს კათოლიკოს პატრიარქის დისკრედიტაციას.
მასალის გამოყენების პირობები






