საარჩევნო პერიოდში გაკეთებული შემოწირულობები - აუდიტის სამსახური "ევროპული საქართველოსა" და ენმ-ის დაჯარიმებას ითხოვს
პოლიტიკა - 13:21, 19 Jan, 2019     909
უკანონო შემოწირულობებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დაჯარიმებას სასამართლოში ითხოვს.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 1 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში1 მიღებულია 25,397,818 ლარის შემოსავალი, საიდანაც 60%-ს შემოწირულებები შეადგენს. პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 1 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში4 დახარჯულია 24,711,584 ლარი, რაც ძირითადად ნაწილდება სატელევიზიო რეკლამებსა და შრომის ანაზღაურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნილ მასალებს შორისაა საქმეები ევროპული საქართველოს და ენმ-ს დაჯარიმების მოთხოვნით:

აუდიტის სამსახურმა საკმაოდ სოლიდური ჯარიმა დააკისრა პარტია ევროპულ საქართველოს - 103 ათასი ლარი. უწყება ევროპულ საქართველოს მოძრაობა თავისუფალი საქართველოს მიერ ნაქირავები 17 ოფისის გამოყენებას ედავება.

ნაციონალურ მოძრაობას კი აუდიტის სამსახურმა 73 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის მიზეზად შპს „ავტოჰაუსი - რუსთავი 2011“-ის მიერ განხორციელებული შემოწირულება სახელდება, ოქმი შედგენილია კომპანიის მიმართ, ხოლო პარტიას უნდა დაეკისროს მიღებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის ვალდებულება, ასევე ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის“ მიერ თელავსა და გორში ნაქირავები 2 ოფისის გამოყენება. ოქმი შედგენილია შემოწირულებისმიმღების მიმართ.

რაც შეეხება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" 199 170 ლარით დაჯარიმდა.

საქმე ეხება, პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სოციალურ ქსელში განთავსებული სააგიტაციო პოსტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42