პარტიული რევოლუცია ბიძინა ივანიშვილის დასამხობად - რა მოლაპარაკებებს მართავდნენ კვირიკაშვილი და ხაზარაძე (ვიდეო)
პოლიტიკა - 21:31, 19 Jan, 2019     6466

საუბრები იმაზე რომ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლა არა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, არამედ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება გახდა, ისევ აქტუალურია, შაბათის კურიერის ინფორმაციით, არსებობს ჩასნაწერი სადაც გიორგი კვირიკაშვილი და თიბისი ბანკის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე საიბრობენ.

ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება.

წყარო კურიერს უყვება, რომ პარტია ქართულ ოცნების ლიდერს სპეცსამსახურებმა გიორგი კვირიკაშვილის და მამუკა ხაზარაძის შეხვედრის ჩანაწერი მიუტანეს. შინაარსი ივანიშვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

პრესა.ჯი-ს დამფუძნებელი კურიერს უყვება იმ აუდიო ფაილის შესახებ, რომელმაც 2018 წლის ზაფხულში ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა.

სიტყვა ოლიგარქის მოსმენამ ბიძინა ივანიშვილი გააბრაზა. პარტია ქართულიოცნების თავმჯდომარეს გაუჩნდა განცდა, რომ მას შიდა გადატრიალებას უწყობდნენ. ამას დაემატა კიდევ ერთ ამბავი - ივანიშვილთან მისი გუნდის წევრები მივიდნენ და უთხრეს, რომ კვირიკაშვილი უცხოეთში შეხვედრებზე არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს.

ის, რომ შიდა ხავერდოვან რევოლუციას უმზადებდნენ და მმართველობიდან ჩამოცილება იგეგმებოდა, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე თქვა. პირველი ინტერვიუში მან მიანიშნა, რომ, თუ მართვის სადავეებს ოფიციალურად სასწრაფოდ არ დაიბრუნებდა, იყო რისკი, რომ პარტიაზეც და ხელისუფლებაზეც გავლენები საბოლოოდ დაეკარგა.

თინა ხიდაშელი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გუნდში რამდენიმე წელი გაატარა, ოლიგარქის თამაშის წესებს კარგად იცნობს, ამიტომ არ უჭირს ახსნას, რატომ დაუპირისპირდა ივანიშვილი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ბანკირს, მამუკა ხაზარაძეს.

ის ამბობს, რომ მიზეზი ფულია. 2020 წლის არჩევნების წინ ივანიშვილს ხაზარაძის ფულის ეშინია. თუ ხაზარაძე ოპოზიციას დააფინანსებს, მაშინ ივანიშვილის გუნდი არჩევნებზე მარცხისთვის არის განწირული.

კურიერს სანდრო წყარო ქართული ოცნებიდან უყვება, რომ მამუკა ხაზარაძე გიორგი კვირიკაშვილზე ფსონს ნამდვილად დებდა. წლების განმავლობაში ბანკირი ამერიკაში ქირაობდა ლობისტებს, რომლებიც ამერიკის მთავრობას არწმუნებდნენ, რომ კვირიკაშვილი სანდო და პროდასავლური ლიდერი იყო, რომელზეც დაყრდნობა შეიძლებოდა. ამ სვლით ხაზარაძე კვირიკაშვილისთვის ყიდულობდა იმუნიტეტს, რომ მისი გადაყენება არც ისე ადვილი ყოფილიყო და უმზადებდა პოლიტიკურ ნიადაგს დამოუკიდებელი თამაშისათვის.

ხაზარაძე-კვირიკაშვილის საიდუმლო შეთქმულების განცდა ივანიშვილს ანაკლიის პროექტმაც გაუძლიერა, როდესაც პრემიერად მუშაობის დროს კვირიკაშვილმა მამუკა ხაზარაძეს ქვეყნის მთავარი პროექტი ჩააბარა.

სპეცოპერაცია ერთდროულად კვირიკაშვილის და ხაზარაძის წინააღდეგ 2018 წლის მაისში დაიწყო. ჯერ კვირიკაშვილს გადაგომა აიძულეს, შემდეგ კი მამუკა ხაზარაძის ბანკში შემოწმებაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახური შევიდა.

ხაზარაძე პირველია და არა ბოლო, ვინც ივანიშვილის სამიზნე გახდა. TBC ბანკის საქმეს ისევ პროკურატურა იძიებს.

დააკავებენ თუ არა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ბანკირს, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ არის. თაროზე შემოდებული საქმით ივანიშვილმა ხაზარაძე გაანეიტრალა. მამუკა ხაზარაძემ კი, მძიმე ბრალდებებზე პასუხის ნაცვლად, გაჩუმება არჩია.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42