"სასტუმრო “ბუდაპეშტი” აშენდება, კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით"
პოლიტიკა - 11:33, 19 Jan, 2019     2130
თბილისის მერის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს სასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებელი.

გიორგი ზაქაიძის თქმით, სასტუმრო აშენდება კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით. სასტუმროს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ იმ ფონზე როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მშენებლობის დაწყების სრული უფლება აქვთ, გაუგებარია მათთვის დედაქალაქის მერის განცხადება.

"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ვაკის პარკში, ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე,სასტუმროს მშენებლობის ირგვლივ არსებული ვითარება. ჩვენ კანონის სრული დაცვით წარმოვადგინეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა არსებული მწვანე საფარის ხელშეუხებლობას, მეტიც, დამატებული გამწვანების და პარკის მიმდებარე ტერიტორიისთვის შეასაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

თუმცა გავითვალისწინეთ რა აქტივისტების ჯგუფის პრეტენზიები, მივყევით საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივი გზით მოგვარებაში. მოვიგეთ ყველა ინსტანციის სასამართლო. შესაბამისად იურიდიულად, ჩვენს კომპანიას აქ აქვს პრობლემა დაიწყოს მშენებლობა.

ვაკის პარკის ე.წ. დამცველებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონს და კიდევ ერთხელ ვარწმუნებთ, რომ პროექტით გათვალისწინებული სასტუმრო არ აყენებს ზიანს პარკს, მის ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო საკუთრების ხელყოფა კი, დარწმუნებული ვართ, ამ ქვეყანაში დაცულია კანონის ძალით.

ჩვენთვის აგრეთვე გაუგებარია, ქალაქის მესვეურების, მერის განცხადება მშენებლობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ ამ პროცესის დაწყების სრული უფლება გვაქვს, გვსურს დავარწმუნოთ თბილისელები, რომ ეს სასტუმრო იქნება აშენებული პროექტის სრული დაცვით, რისი მუდმივი ინსპექტირება შეუძლია მოახდინოს მუნიციპალიტეტმა და აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ექსპლუატაციისას არ შეუშლის ხელს პარკში დამსვენებლებს" - აცხადენს შპს სასტუმო "ბუდაპეშტის" დაფუძნებელი გიორგი ზაქაიძე.

განცხადება ვაკის პარკში სასტუმრო მშენებლობასტან დაკავშირებით, კახა კალაძემ გუშინ გააკეთა. " იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს" -განაცხადა კალაძემ




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42