"აპარატმა არ აჩვენა გაზის დაგროვება"- რას ჰყვება "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლის და
პოლიტიკა - 17:38, 18 Jan, 2019     2343
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაკავებული თორნიკე ტატიშვილის დამ თეონა ტატიშვილმა განაცხადა, რომ აპარატმა, რომლითაც საცხოვრებელი კორპუსი შემოწმდა გაზის დაგროვება არ აჩვენა.

"ჩემი ძმა ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია აპარატით და ყნოსვითაც. პირველი სართულიდან მეცხრე სართულის ჩათვლით, ფეხით ავიდნენ, რადგან ამბობს, რომ არ მუშაობდა ლიფტი იმ მომენტისთვის, ფეხით ავიდნენ, სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული. არ დაფიქსირდა არც სუნი, არც აპარატმა არ დააფიქსირა გაჟონვა, ამიტომ წავიდნენ სხვა გამოძახებაზე, სადაც ერთ-ერთ გამოძახებაზე ამ აპარატმა დააფიქსირა, რომ იყო გაჟონვა, მოხდა კიდეც რეაგირება. ამ კონკრეტულ მისამართზე არ ყოფილა არანაირი გაჟონვა. მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. შემოწმების დროს მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იმ მომენტში, როდესაც ისინი მივიდნენ, თვითონაც აღნიშნა მოსახლეობამ (რამდენიმე ბიჭი იყო, როგორც ვიცი), რომ ნამდვილად ახლა აღარ არის სუნიო" - აღნიშნა დაკავებულის დამ.

საცხორეველ კორპუსში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულია "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს.

გარდა ამისა დანიშნულია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42