"პირობებს ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ, როგორც ამ მილსადენის მქონე ქვეყანა და არა რუსეთი"- ოპოზიცია ეჭვობს, რომ "გაზპრომი" ხელისუფლების კაბალურ შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობს
პოლიტიკა - 16:07, 18 Jan, 2019     1097
ოპოზიცია ეჭვობს, რომ "გაზპრომი" ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება კაბალურ ხელშეკურლებაზე დაიყოლიოს, რის გამოც ხელის მოწერა ამ დრომდე ჭიანურდება. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ რუსეთთან დათმობაზე არ წავიდეს და ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო პირობები დააყენოს.

რომან გოცირიძის თქმით, საქართველო რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, დეპუტატი ხელისუფლებას ტრანზიტის პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ არაფრით არ ვართ დაკავშირებული უკვე რუსეთთან და ვერ მოგვატყუებენ, რომ რუსული გაზის გარეშე საქართველოს მოსახლეობა გაგვეყინება ზამთარში, ეს დემაგოგიური ხერხები ვერ გაჭრის. ჩვენ არაფრით არ ვართ დამოკიდებულ რუსულ გაზზე და პირობებს ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ, როგორც ამ მილსადენის მქონე ქვეყანა და არა რუსეთი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის შეთავაზებულ პირობას დათანხმდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ 2017 წელს "გაზპრომთან" მოლაპარაკებისას უკვე გადადგა ქვეყნის ინტერესების, პირველ რიგში, ეკონომიკური ინტერესებისთვის ძალიან დამაზიანებელი ნაბიჯი, როდესაც უარი თქვა გარანტირებული გაზის მოცულობაზე, რომელსაც იღებდა ხელისუფლება სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ და ამის ნაცვლად, დათანხმდა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პირობას, ფასის გადახდის სანაცვლოდ გვეყიდა რუსეთისგან... ყველაზე საინტერესოა, რომ დღემდე ეს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ხელშეკრულება დეპუტატებისთვისაც კი არის უცნობი,“ - აცხადებს აბესაძე.

ხელშეკრულების გარკვეული პირობების გასაჯაროების საჭიროებაზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არ უნდა არსებობდეს.

„რუსეთი რომ ჩვენი ინტერესებით არ იხელმძღვანელებს, ახლა ამაში მგონი, ახალი არაფერია. ამ მოლაპარაკებებში ჩვენ მაქსიმალურის მიღწევა უნდა შევძლოთ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ გამჭვირვალობა, სწორედ ამ მოლაპარაკების, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კომერციული საიდუმლოების მიღმა უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ კითხვები, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს საზოგადოებაში ამ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42