სოფლის მეურნეობის მინისტრი ყურძნის ჩაბარების პროცესს ეცნობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:13, 17 Sep, 2013     1921
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ  დავით შერვაშიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა  თელავის მუნიციპალიტეტში   ღვინის საწარმოები დაათვალიერეს და ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაშია და ყურძნის გადამამუშავებელი  საწარმოებიც სრული დატვირთვით მუშაობენ.

,,საქართველოში წელს ყურძნის კარგი მოსავალია. ათეული წლების მანძილზე, რთველი 2013-ის ფარგლებში, წელს პირველად ერთ დღეში 4000 ტონა ყურძენი   გადამუშავდა. წლევანდელი რთველი გარდამავალი ეტაპი იქნება მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებაში. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ჯანსაღ კონკურენციას და საბაზრო პირობებს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის კომპანიების - ,,შუმის“, ,,წინანდლის ძველი მარნისა“ და   ,,თელავის ღვინის მარნის“ ს
აწარმოებში იმყოფებოდა. აღნიშნული კომპანიები  მონაწილეობენ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში, რომლის ფარგლებშიც საწარმოების გაფართოება-გადაიარაღების  და წარმოების გაზრდის საშუალება მიეცათ.
კომპანია ,,შუმი“  წელს 1200 ტ ყურძნის  (800 ტ საფერავი და 400 ტ რქაწითელი და მწვანე) გადამუშავებას გეგმავს. დღეისათვის კომპანიამ  საერთო  ჯამში უკვე გადაამუშავა 670 ტ ყურძენი.  ,,შუმის“ პროდუქცია ექსპორტზე  რუსულ ბაზარზეც გადის. უკვე ექსპორტირებულია 32 000 ბოთლი ღვინო.

,,წინანდლის ძველი მარანი“ წელს 2000 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს. ამ ეტაპზე საწარმოში უკვე გადაამუშავეს 1300 ტონა. კომპანიამ პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზეც დაიწყო. უკვე ექსპორტირებულია 60 000 ბოთლი ღვინო. 30 000 ბოთლი უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

,,თელავის ღვინის მარანის“ საწარმოში უკვე გადამუშავდა 4000 ტონა ყურძენი. საერთო ჯამში კომპანია 6 400 ტონა ყურძენს გადაამუშავებს.

სოფლის მეურნეობის  მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც  შეხვდა და თელავის მუნიციპალიტეტში  რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია  პირადად მათგან მოისმინა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42