გადაწყვეტილების მიზეზი ხელახალი ანალიზის შედეგი გახდა, რომლითაც სპორტსმენის მიერ აკრძალული პრეპარატის, ანაბოლური სტეროიდების გამოყენება დადასტურდა. ანალიზი ტესტირების ახალი მეთოდით ჩაატარეს.
მოძმანაშვილი დისკვალიფიცირებულია 120 კგ წონით კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა კლასიდან და დაბლოკილია მსოფლიო ჭიდაობის მმართველი ორგანოს მიერ. დავით მოძმანაშვილი ბოლო პერიოდში უზბეკეთის სახელით ჭიდაობდა.
ლონდონის ოლიმპიადაზე მოძმანაშვილმა ოქროს მედალი უზბეკეთის სახელით მოასპარეზე არტურ ტაიმაზოვთან ორთაბრძოლაში დათმო. ტაიმაზოვს , რომელიც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში იქნა არჩეული, ვლადიმირ პუტინის პარტიიდან, ასევე ჩამოართვეს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული ტიტული, მის შემთხვევაშიც საქმე აკრძალულ ნივთიერებებს ეხებოდა.
მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ლონდონის ოლიმპიადის დროს აღებული ნიმუშების ანალიზი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე 2020 წლისთვის ხანდაზმულობის ვადას არ მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები