კახა კალაძის შეფასებით, "ცალკეული მედიასაშუალებები სრულიად უაპელაციოდ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას, რაც მიუღებელი ფაქტია".
"ვიდრე არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები პოლიტიკური მოტივით სრულიად უაპელაციოდ და არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ, კანონმდებლობას ჩახედონ... საკითხში ცოტა გარკვეულ ადამიანებთან მაინც გაიარონ კონსულტაციები ან მოთმინება იქონიონ და დაელოდონ კონკრეტული უწყებების დასკვნებს. ასევე ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ეს ადამიანები, ზუსტად ისინი არიან ვინც მაგალითად, ვაკის პარკში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის უფლება გასცეს, ესენი არიან ის ადამიანები ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და გასცა სამშენებლო ნებართვა. ესენი არის ის ადამიანები, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეინის“ წინ მოედანი გაასხვისა და მისცეს მშნებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დედაქალაქის მომხიბვლელობა და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა. 20-25 წლის განმავლობაში მართლაც, ძალიან მძიმე შედეგი დადგა ქალაქში და ყველა ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ არავისთვის არის მისაღები ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად მე, ამ პროცესში, ამ ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრებაში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი. მე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ მოვაგვაროთ ყველა ის აქტუალური პრობლემა და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისსა და თბილისელებს. იცოდეთ, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თბილისის მერია და თითოეული თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არსებული სიტუაცია, რომელიც წლების განმავლობაში ფუჭდებოდა, გამოვასწოროთ, ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






