"თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა"- მეთოფიშვილი ეკა გიგაურს და სულხან სალაძეს პოლიტიზირებულებს უწოდებს
პოლიტიკა - 10:19, 18 Jan, 2019     911
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვული ეკა ბესელიასთან ერთად ამჯერად NGO-ებს აკრიტიკებს.

მეთოფშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორს „პოლიტიზირებულს“ უწოდებს. მეთოფიშვილი აკრიტიკებს „საიას“ ხელმძღვანელსაც.

„რასაც ბოლო დღეებში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, სულხან სალაძესთან, ასევე, რამდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობს, ამას შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!“- წერს ის.

„იმ პოლიტიკოსებისათვის და ზოგიერთი პოლიტიზირებული NGO-ს გასაგონად, ვინც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მაბრალებს, რომ თითქოს მე როგორც მოსამართლე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ(რაც არის სიცრუე!!!), კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებული ვარ დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინო სასამართლოს (მოსამართლეების) შეურაცხყოფასა და თავდასხმის ფაქტებზე. რასაც ვაკეთებ კიფეც. მათ შორის ამჟამადაც ამას ვაკეთებ, კერძოდ ვაფიქსირებ, რომ:

რასაც ბოლო დღეებში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, სულხან სალაძესთან, ასევე, რამოდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ, ამას შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!

დიახ, ზუსტად ეს არის როდესაც ისინი:

- ითხოვენ იუატიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანონის და კონსტიტუციის სრული დაცვით პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უკან გამოთხოვას!!!

- ითხოვენ განხორციელდეს წმენდა სასამართლოში და მოსამართლეები გათავისუდლდნენ თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს!!!

- ითხოვენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს!!!

- ითხოვენ კანონმდებლობის სრული დაცვით დაკომპლექტებული კონსტიტუციური ორგანოს, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას!!!

- ითხოვენ კონსტიტუციური ორგანოს, კარძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვას!!!

- და სხვა ანალოგიური, დიქტატორული, დისკრიმინაციული და უკანონო ხასიათის ქმედებების განხორციელებას ითხოვენ.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ქალბატონი ბესელიას, მისი თანამოაზრე პოლიტიკოსების და ზოგიერთი პოლოტიზირებული NGO-ს მხრიდან სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ დაუბალანსებელი და შეურაცხმყოფელი ზღვარსგადასული კრიტიკული კომენტარების გამოხატვა არის უპასუხისმგებლო ქმედება, რომელიც სერიოზულ და სახიფათო პრობლემებს იწვევს, ვინაიდან გაუცნობიერებლად ან განზრახ აზიანებს სასამართლო ავტორიტეტს და უფრო დაბლა წევს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას.

ამასთან დაკავშირებით, მინდა მკაფიოდ და ცალსახად დავაფიქსირო, რომ მსგავსი ქცევა წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ასევე თავდასხმას ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე!!!

ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას!!!“- აღნიშნავს მეთოფიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42