ძლიერი თოვა, ლიპყინული და ზვავსაშიშროება - რა შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო გზებზე
პოლიტიკა - 09:54, 18 Jan, 2019     991

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზებზე ამინდის გაუარესების გამო შეზღუდვები მოქმედებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42