Daily Mail-ის ცნობით, ვიეტნამელმა ექიმებმა 48 წლის მამაკაცი 15 ქილა ლუდის მეშვეობით გადაარჩინეს. ნგხუენ ვან ნჰატა საავადმყოფოში ალკოჰოლური მოწამვლის დიაგნოზით უგონო მდგომარეობაში მოათავსეს. ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსის ცნობით, მეთანოლის დონე პაციენტის სისხლში ნორმას 1119-ჯერ აღემატებოდა და მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა.
მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა დაუყოვნებლი გადაუსხეს მას კუჭში სამი ქილა ლუდი, რითიც შეანელეს ღვიძლში მეტანოლის გადამუშავების პროცესი, რის შემდეგადაც ყოველ საათში ერთხელ თითო ქილა ლუდს უსხამდნენ, რისთვისაც საბოლოოდ 12 ქილა გამოიყენეს. პარალელურად ექიმები მას ჰომოდიალიზს (სისხლის სახიფათო ტოქსინებისგან გაწმენდა) უტარებდნენ. პროცედურების დასრულების შემდეგ პაციენტი გონს მოვიდა და თავი უკეთ იგრძნო. სამი კვირის შემდეგ პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს.
საავადმყოფოს ინეტნსიური განყოფილების უფროსის ლე ვან ლამის განცხადებით, ადამიანის კუჭი და ნაწლავები განაგრძობენ ალკოჰოლის გამოყოფას ადამიანის სისხლში მაშინაც კი თუ იგი უგონო მდგომარეობაშია, ან სმას თავი დაანება. ნჰატმა გონება მშინ დაკარგა როდესაც მის ორგანიზმში მეთანოლი ფორმალდეჰიდად გარდაიქმნა, რომელმაც თავის მხრივ ჭიანჭველას მჟავის გამომუშავება დაიწყო. ექიმის განცხადებით, ალკოჰოლი ორგანიზმს ორი სახით - მეთანოლისა და ეტანოლის სახით მიეწოდება, ხოლო ღვიძლი პირველ რიგში იწყებს ეთანოლის გადამუშავებას. სწორედ ეს ფაქტორი გამოიყენეს ექიმებმა მკურნალობის დროს.
მასალის გამოყენების პირობები






