თბილისის მერის კახა კალაძეის თქმით, გაზმომარაგება, წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგება კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის.
„შესაძლოა, დედაქალაქის მაშტაბით ათი ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. კონკრეტულად გაზი, წყალი და ელექტრომომარაგება ექსპლუატაციასთან კავშირში არ არის. ექსპლუატაციაში მიღება ხდება იმის საფუძველზე, რომ მშენებელმა უნდა წარმოადგინის ნებართვა, რომელიც ჰქონდა აღებული, თუ არის თანხვედრაში იმ ნებართვასთან, რომელიც იყო არქიტექტურის სამსახურიდან გაცემული.
რაც შეეხება კონკრეტულად იმ კორპუსს, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა. სამშენებლო კომპანიას მერიაში წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტაცია ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. დაუდგინდა მცირე ხარვეზები. ეს ხარვეზები გამოსწორებული აქვს და უახლოეს დღეებში შენობა-ნაგებობა შევიდოდა ექსპლუატაციაში“, -განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






