ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ერთ-ერთი სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
მინისტრის თქმით, გუშინ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა - იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა.
მინისტრის თქმით, "სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს".
„საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სიხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს"- განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, გუშინ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა - იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა. „ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე შპს „სისხლის ბანკის“ მენეჯერმა მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა.
ეკა გუგეშაშვილმა თქვა, რომ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე "იმედის" კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს, რომლის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
ამის გათვალისწინებით "სისხლის ბანკში" აცხადებენ, რომ ამ დროსითვის სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.
მასალის გამოყენების პირობები






