ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო
პოლიტიკა - 16:28, 17 Jan, 2019     884

ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" განვითარებას ეხება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე €233 მილიონი ევრო არის მითითებული. ამასთანავე პროექტში აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მიმავალი სარკინიგზო და ავტომაგისტრალის მშენებლობაც, რაზეც 100 მილიონი ევრო არის მითითებული.

საკრედიტო დაფინანსება ევროკავშირის ახალი პროექტის "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" ფარგლებში მოხდება, რის შესახებაც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არის აღნიშნული. პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანაში - უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უმთავრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" ღირებულება 12.8 მილიარდი ევრო იქნება.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში შედის 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა. პროექტების განვითარების ორი ფაზა არსებობს, მათი ნაწილი 2020 წლისთვის, ხოლო მეორე ნაწილი კი 2030 წლისთვის უნდა იყოს განხორციელებული. "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" ფარგლებში საქართველოში 10-ზე მეტი პროექტია გათვალისწინებული. ამ პროექტების ნაწილი ჯერ პროექტირების წინარე ფაზაში იმყოფება და მათ დაფინანსებაზე საბოლოო ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა - 233 მილიონი ევრო, პარტნიორობის ტიპი PPP;

სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე - 100 მილიონი ევრო;

ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობა - 1 მილიარდი ევრო;

გრიგოლეთი-ფოთის ხიდის მშენებლობა - 25 მილიონი ევრო;

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობა - 101 მილიონი ევრო;

ბათუმის შემოვლითი გზა - 115 მილიონი ევრო;

ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი - 61 მილიონი ევრო;

რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალი - 115 მილიონი ევრო;

ალგეთი-სადახლოს პროექტი - 90 მილიონი ევრო;

სადახლოს მეგობრობის ხიდი - 6 მილიონი ევრო.

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შემუშავდა.

აღნიშნული ინვესტიციები მოიცავს როგორც მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას 2020 წლისთვის, ასევე გრძელვადიან პროექტებს, რომელთა დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება ერთობლივი ვალდებულებაა, უზრუნველყოს რეგიონის მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42