დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია - ოპოზიცია ხელისუვლებას მიმართავს და სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებას სთხოვს.
დეპუტატები დიდ დიღომში მომხდარ აფეტქებას უსაფრთხოების დაცვის რეგულაციების არარსებობას და სხვადასხვა დარღვევებს უკავშირებენ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არსებულ პრობლლემას შესაბამისი პასუხისმგებლობით არ უდგება:
„ყოველთვის ყურადღების გადატანა, რომ თითქოს ახლა კანონმდებლობა გვიშლის ხელს არასწორია. კანონმდებლობა შეიძლება იყოს ნაკლოვანი, მაგრამ, კანონში დღეს არსებული რეგულაციები თუ სრულფასოვნად არ ასრულდა, ქალაქის მერმა, კერძო კომპანიის წარმომადგენელმა, თუ სანტექნიკოსმა თავის პროფესიული მოვალეობა არ შეასრულა, მაშინ, ბუნებრივია დროდადრო მუდმივად დავდგებით ამ ფაქტის წინაშე. ის რომ ორი თვის წინ ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გახარიას გამოძიება არ მიუყვანია ბოლომდე, ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა,“- ამბობს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






