პრემიერმა და თბილისის მერმა იაშვილის კლინიკა უკვე დატოვეს - ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ
პოლიტიკა - 00:08, 17 Jan, 2019     1202

იაშვილის კლინიკაში დიდ დიღომში აფეთების შედეგად დაშავებულები პრემიერ მინისტრმა და დედაქალაქის მერმა მოინახულა. მამუკა ბახაძემ და კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარების დროს მიუსამძიმრეს დაღუპულთა ოჯახებს, თბილისის მერის განცხადებით, დაშავებულ არასრულწლოვანთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ხვალამდე კლინიკაში დარჩებიან.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. იაშვილის კლინიკაში გადმოყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხვალამდე ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედდა გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10. ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42