რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოსახლეობამ გაზის სუნი გამო ყაზტრანსგაზის თანამშრომლები გამიოძახეს, საბანაძე ამბობს, რომ ის ფლობს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მისი განცხადებით. ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი იმყოფება ადგილზე.
საბანაძე ამბობს, რომ სამართალდამცავები ყველა ვერსიაზე მუშაობენ.
„ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად,“ - განაცხადა საბანაძემ.
აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავებული 7 ადამიანინ, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები






