სისხლიანი გარჩევა ვერაზე - კრიმინალური ისტორიის ახალი და ხმაურიანი დეტალები
კრიმინალი - 21:18, 16 Jan, 2019     7131
სროლა ვერაზე - კრიმინალური ისტორიის ახალი ხმაურიანი დეტალები „კურიერმა“ გაარკვია. ტატიშვილის ქუჩაზე სროლას დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის გარჩევა უძღოდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟიკო კორკოტაშვილია.

„კურიერს“ სანდო წყარო უყვება, რომ საქმის მთავარი მონაწილეები გიორგი ადუაშვილი და ზურაბ კუჭავა გუშინ ყოფილი მორაგბის, ახლა კი საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის, მამის გასვენებაში ერთად იყვნენ. შემდეგ ესტუმრნენ მეგობარ ვაჟიკო კორკოტაშვილს და პირველი უთანხმოებაც შანიძის ქუჩაზე მოუვიდათ.

გია კორკოტაშვილი არ ფლობს ინფორმაციას, თუ რაზე მოუვიდათ ახალგაზრდებს კონფლიქტი, თუმცა, ადასტურებს, რომ ადუაშვილიც და კუჭავაც მისი შვილის ახლო მეგობრები არიან. კორკოტაშვილი ამ ეტაპზე დაპირისპირებაში მისი შვილის მონაწილეობას გამორიცხავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი პირის დაკავებას ადასტურებს. ერთ-ერთი 2013 წელს მოკლული ბიზნესმენის, ავთო ადუაშვილი შვილი, გიორგი ადუაშვილია. პოლიციის ვერსიით, სწორედ ის ესროდა გუშინ ტატიშვილის ქუჩაზე მიმავალ ავტომანქანას, რომელსაც ზურა კუჭავა მართავდა.

„კურიერს“ სანდო წყარომ პოლიციიდან უთხრა, რომ ამ საქმეშიც მინდია გოგოჭურისდა დათო კაჭარავას ახლო გარემოცვა ფიგურირებს. წყაროს ინფორმაციით, გოგოჭური კაჭარავას ციხეში ყოფნის დროს მათმა მეგობრებმა ერთმანეთში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტეს, თუმცა დიდი შერიგება არ შედგა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა, გოგოჭური-კაჭარავას სამეგობროს ე.წ. რაზბორკები ვერაზე გურგულიას ქუჩაზე ჰქონდა.

წყარო ამბობს, რომ ადუაშვილს ჭრილობები, სავარაუდოდ, ზურაბ კუჭავამ მიაყენა, რომელსაც შემდეგ ავტომობილით მიმალვა უნდოდა, თუმცა ადუაშვილი მას სხვა მანქანით დაედევნა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ტატიშვილის ქუჩაზე ბევრმა დაინახა.

„კურიერმა“ დღეს მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს როგორ გადმორბის დაძრული მანქანიდან, სავარაუდოდ, ზურა კუჭავა და გზას ფეხით აგრძელებს.

დაპირისპირებული მხარეები პოლიციასთან არ თანამშრომლობენ და საავადმყოფოებში მოხვედრის მიზეზებსაც გამოგონილი ვერსიებით ხსნიან.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42