„არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას“ - ზვიად ძიძიგური
პოლიტიკა - 19:06, 16 Jan, 2019     1513

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიიდან 11 დღე - მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური საკითხზე საუბრისას „გაბრაზებული რუსეთის“ ფაქტორს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ პრაგმატული ინტერესი წუთოერი ემოციები გამოხატვას არ უნდა შეეწიროს:

„უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ყველა მიმართულებით და ამას მივესალმებით. მაგრამ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ზურგს უკან არ უნდა დაგვრჩეს ჩვენი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. არსებობს დიდი ალბათობა და მაღალი საშიშროება, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც ჩვენი სუვერენიტეტისათვის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნება.

მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, უკრაინამ, როდესაც ეს მის პრაგმატულ ინტერესში შედიოდა, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თანამდებობაზე მიიღო.

ვფიქრობ, ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას. მილოცვებს ვუერთდებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიები არის საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და პერსპექტივის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მატარებელია.

ამიტომ, ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა თავის განცხადებაში ამ საფრთხეს თვალი უნდა გაუსწოროს“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42