რატომ დაიხურა ჯვრის მონასტერი სამი დღით - აღნიშნულის შესახებ განმარტება „კურიერთან“ მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა გააკეთა.
სასულიერო პირის განცხადებით, მცხეთის მერიას გარევაჭრობის საკითხის მოგვარებას ორი წელია სთხოვენ და შედეგი მხოლოდ უკიდურესი ზომის მიღების შემდეგ იქნა მიღწეული.
„21 წელი აქ ვარ ხო? ეგ რომ მდომოდა, ჩვენ ვერ გავაკეთებდით? გავაკეთებდით 10-ჯერ უკეთეს შენობა-ნაგებობებს და სადაც იქნებოდა კაპიტალურად ყველაფერი. მაგის ინტერესი რომ მქონდეს. გადაწყვეტილების მიღება რომ მოხდა, მე მორჩილებს ვუთხარი, თუ რამეს გკითხავენ, თქვენი პასუხი იქნება „დაკეტილია ტაძარი, მიზეზი ამ ტაძრის დაკეტვისა იცის მცხეთის მერმა.“ რატომ მიგვიყვანეს მაგ ზომამდე? მიღებული ფორმით ვთხოვდით 2 წელი, რომ ეს გაეკეთებინათ. ამბობს ახლა მცხეთის მერი, კაპანაძე, მაბრალებენო. კი არ ვაბრალებთ, უმოქმედობას ვაბრალებთ. კი არ ვაბრალებთ, ეგრეც არის. ვიყავით პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ ალავიძეს დაურეკა მაშინ, უთხრა რომ ეს პრობლემა ჯვრის მონასტერზე მას ეხებოდა და რაღაც უნდა ვიღონოთო, გავაკეთოთო, რომ იქ მოწესრიგდეს. მაგრამ ვერაფერიც ვერ მოწესრიგდა,“ - აცხადებს მამა კონსტანტინე ჭინჭარაული.
მასალის გამოყენების პირობები






