უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - უკრაინა საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. განცხადება აღნიშნულის შესახებ დღეს რადას დეპუტატმა გააკეთა.
ვიქტორ ელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესიამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შანტაჟს ქართული ეკლესია არ უნდა წამოეგოს.
„რა თქმა უნდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან და სხვებისგანაც ველით მხარდაჭერას. ველით, როდის მიიღებს ქართული ეკლესია გადაწყვეტილებას, როდის მიაღწევენ კონსესუსს. რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი მილოცვა მადლიერებით იქნებოდა მიღებული უკრაინელი მხარის მიერ. ვფიქრობ, რომ რუსეთი აშანტაჟებს ქართულ ეკლესიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიებით. მაგრამ ჯერ კიდევ შარშან, მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ არ წამოეგონ რუსეთის შანტაჟს, არ აყვნენ მათ მუქარას. უკრაინაში ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და ძალიან აფასებენ თავად საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკლესიის და საქართველოს მთავრობის პოზიციაც“, - განაცხადა ელენსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






