Facebook-ბრძოლა არასამთავრობოების წინააღმდეგ - შავი პიარის კამპანია კვლავ გააქტიურდა, NGO-ებს ეჭვი ხელისუფლებაზე აქვთ
პოლიტიკა - 18:05, 16 Jan, 2019     836
მას შემდეგ რაც არასამთავრობო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ალაპარაკდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გააკრიტიკა, სოციალურ ქსელში მათ მიმართ მორიგი შავი პიარის კამპანია გააქტიურდა.


ფეისბუკზე გამოჩნდა არაერთი დასპონსორებული გვერდი, რომელზეც არასამთავრობოების ხელმძღვანელებს მიხეილ სააკაშვილთან კავშირში სდებენ ბრალს და მათ დისკრედიტაციას ეწევიან. ფეისბუქგვერდების ნაწილი ახალი შექმნილია, ნაწილი კი აქტიური წინასაარჩევნო პერიოდშიც იყო და მაშინ მასზე მმართველი პარტიის ოპონენტების საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მსგავს ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები ხშირად მოდის თანხვედრაში ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრებთან, ასევე გვერდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სისტემატიურად სპონსპორდენა, სწორედ ამირომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ პროცესებში ხელისუფლებაა ჩართული.

NGO-ების განცხადებით, ხელისუფლება ამ გზით ცდილობს, არასამთავრობო სექტორი გააჩუმოს, რათა მათ ხელისუფლების შეცდომებზე არ ილაპარაკონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, ხელისუფლება ცილისწამების წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს და ამის პარალელურად თავად არის არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაში:

„მხოლოდ მაშინ აქტიურდებიან ეს ტროლები, როდესაც თემა განსაკუთრებით მწვავე და პოლიტიკურად სენსიტიურია ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს ეს მოსამართლეების საკითხიც არის ძალიან მწვავე. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მოსამართლეებზე, რომ მათ უნდა დატოვონ სასამართლო სისტემა. ვსაუბრობთ ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე და ა.შ. ამიტომ დღეს არის მცდელობა მათი მხრიდან, რომ ჩვენ ნათქვამ სიტყვას არავინ არ ენდოს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ჩვენ ვართ ჩინჩალაძეზე და მურუსიძეზე უარესი... თუ მმართველი პარტიის მიზანია ცილისწამებასთან ბრძოლა, მათი მხრიდან ყველაზე მარტივი გზა იქნებოდა, შეეწყვიტათ კამპანიები პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

„საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, ყველაზე დიდი ეჭვი ვისზეც შეიძლება გაჩნდეს ეს არის ხელისუფლება:

„პირველი ასეთი მასშტაბური პროცესი, როდესაც ეს რამდენიმე ფეისბუკგვერდზე ერთხმაში დაიწყო, ჩვენ ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც მან მიმართა არასამთავრობოების ხელმძღვანელებს და ეპითეტებიც გამოიყენა. ამ განცხადებიდან ძალიან მალე ერთდროულად დაიწყო რამდენიმე ფეისბუკგვერდზე სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ეს კამპანია. ხშირ შემთხვევაში ეს კამპანია პირდაპირ იყო მიბმული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე და მის კანდიდატზე. საინტერესო იყო ის რომ ეს გვერდები იყო დასპონსორებული, როცა ეს დროში ემთხვევა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ყველაზე დიდი ეჭვი ვისზეც შეიძლება გაჩნდეს ეს არის ხელისუფლება.“- განაცხადა მიხეილ სალაძემ.

„სამართლიანი არჩვნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ ეს იერიშები ხელისუფლების რიტორიკას ემთხვევა:

„მკაფიოდ ემთხვევა პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ეს იერიშები იმავე სახის რიტორიკას, რაც ხელისუფლებისგან მომდინარეობს, ამდენად ძალიან მარტივია იმის დადგენა და დასკვნის გამოტანა თუ ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან. როგორც მინიმუმ ასეთი მადისკრეტირებელ კამპანიაში ჩართულნი არიან ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული პირები. ცინიკურია, როდესაც ხელისუფლება საუბრობს ფეიკ ნიუსების, ცილისწამებისა და ბილწსიტყვაობის კანონით რეგულირებაზე.“- განაცხადა ბენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42