სახალხო დამცველი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. ერთ-ერთი საკითხი, რომლეზეც ომბუდსმენმა ისაუბრა, იყო ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმე.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, იგი აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესშია:
„ერთ-ერთი მიმართულება არის, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ამ ქალბატონის მისამართით, როდესაც დაიწყო საქმის შესწავლა. ასევე ვსწავლობთ, რამდენად იყო სამართლებრივად სწორი და გამართული ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, შემოწმების დაწყებასთან და შემდგომ უკვე შემოწმების განხორციელების დროს ხომ არ იყო დარღვეული კანონი და, რა თქმა უნდა, ასევე ვსწავლობთ იმას, ხომ არ არის სისხლის სამართლის დანაშულის ნიშნები, რომ შემდეგ მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






