პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სახალხლო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ქალებისთვის ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა არ იქნება მათი უფლებების დაცვა.
უმრავლესობის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ლომჯარიასგანკანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული წინააღმდეგობის განმარტებას მოითხოვა:
„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილებოდა ჩემ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე. წარმოდგენილი იყვნენ აქ მუსლიმები, შეიხიც იყო, მუფტიც იყო და იმათ პირდაპირ ხაზგასმით თქვეს, რომ არანაირი დისკრიმინაცია არ არის ეს ჩვენი ქალბატონების, ჩვენ არ გვაქვს ასეთი კანონი, რომ დაფარული ჰქონდეს სახე ქალბატონს. თვითონ მუსლიმები არ წავიდნენ წინააღმდეგი, მხარი დაგვიჭირეს ამ კანონზე, რომელიც უსაფრთხოებისთვის საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენმა სამინისტრომ, თქვენმა სამსახურმა ძალიან წინააღმდეგ წავიდა ჩვენი და მაინტერესებს თქვენი აზრი,“ - აცხადებს ემზარ კვიციანი.
ნინო ლომჯარიამ ემზარ კვიციანს მისი კრიტიკის საფუძვლები განუმარტა:
„გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საკითხი და დაადგინა, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის აკრძალვა არის დისკრიმინაციული. ეს არის ბოლო გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ გაეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ადგენს სტანდარტს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ამ კომიტეტმა განაცხადა, რომ ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს მუსლიმ ქალებს, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი წნეხი ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან, რომ ატარონ ეს ტანისამოსი და აკრძალვა გამოიწვევს არა მათი უფლებების დაცვას, არამედ მათ უფლებრივ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას, გამოიწვევს იმას, რომ ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ საჯაროდ თავისუფლად იარონ ისევე, როგორც ჩვენ შეგვიძლია და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მათ უფლებრივ მდგომარეობას,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






