„არ ვფიქრობ, რომ ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა იქნება ქალების უფლებების დაცვა“ - ნინო ლომჯარია
პოლიტიკა - 16:17, 16 Jan, 2019     750

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სახალხლო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ქალებისთვის ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა არ იქნება მათი უფლებების დაცვა:

„რელიგიური მოტივებით ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივას რაც შეეხება, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სამუშაო ჯგუფში ამ საკითხზე დააფიქსირა ნეგატიური პოზიცია. მინდა ეს პოზიცია განვმარტო. მთელ რიგ შემთხვევაში მე პირადად მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქსესუარების ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარების აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, საფრანგეთში აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ აქსესუარების ტარება, თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აღნიშნული საკითხი განიხილა და დაადგინა, რომ გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია, ვინაიდან ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ ქალებს, რადგან მათ შესაძლოა აქსესუარების ტარების გარეშე საჯაროდ სიარული აეკრძალოთ. შეიძლება იყოს გარკვეული შემთხვევები, მაგალითად როცა სახელმწიფო მომსახურეობის მიღებაა შესაძლებელი, ან ფოტოს გადაღება, საზღვრის კონტროლის გავლა, შესაძლოა, შეიზღუდოს ეს ყველაფერი, თუმცა საჯარო ადგილებში აკრძალვა, რომ ატარონ ეს ტანისამოსი, ამ ქალების უფლებების დარღვევაა. მიგვაჩნია, რომ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42