"საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი, ფაქტობრივად, რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედაა გადაქცეული" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 13:48, 16 Jan, 2019     704

"დღევანდელ ეპოქაში არსებობენ ძალები, რომლებიც არყევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს, ძირს უთხრიან ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობენ საზოგადოებებში დაძაბულობასა და დაპირისპირებას, ხელს უშლიან ჩვენს თავისუფალ არჩევანს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ტერიტორიების პირდაპირი ოკუპაციით და ანექსიით, შანტაჟით, მუქარით, ძალადობისა და ტყუილების პროპაგანდით, ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი და შეუფერებელი მეთოდებით ხდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება ოკუპაციასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და შექმნილი აქვს მარიონეტული ავტორიტარული რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ რეგიონებში ადამიანის უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა: ეთნიკურად ქართველ ბავშვებს წაართვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილება; მიზანმიმართულად, ქართული კვალის წაშლის მიზნით, დაანგრიეს ქართული სოფლები; იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს; გაბატონებულია დაუსჯელობა; ორივე ოკუპირებული რეგიონი, ფაქტობრივად, გადაქცეულია რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ. ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, ეს ორი რეგიონი ვერ ახერხებს სრულად გაიზიაროს დანარჩენი საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას, უკვე წლებია, რუსეთის მიმართ პრაგმატული, მშვიდობიანი და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა აქვს შემუშავებული. ირაკლი კობახიძის შეფასებით, აღნიშნულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები გააუმჯობესა, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული.

„ეს პოლიტიკა ითვალისწინებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივას. მისასალმებელია, რომ რუსეთის შეუვალი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ხალხებს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში ფართოვდება, რაც საქართველოში რუსი ტურისტების სულ უფრო მზარდ რაოდენობაზეც აისახება. საქართველოს პრაგმატულმა პოლიტიკამ გააუმჯობესა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული, რადგანაც რუსეთი კვლავ არ ასრულებს საფრანგეთის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ენერგიულად ვაგრძელებთ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42