აფხაზეთში შეიარაღებული თავდასხმები გრძელდება - ლიძავაში მოსკოველი ბიზნესმენი ააფეთქეს
პოლიტიკა - 13:29, 16 Jan, 2019     1620
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში 15 იანვარს ბიზნესმენის მანქანა ააფეთქეს. ადგილობრივი ე.წ სამართალდამცავების ინფორმაციით, პაკეტში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა საქარე მინასა და „კაპოტს“ შორის იყო მოთავსებული. მძღოლმა გადაწყვიტა პაკეტი თავად ამოეძრო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.


აფეთქების შედეგად მოსკოველმა ბიზნესმენმა მიხაილ ევალენკომ მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ოჯახმა სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე რთული ოპერაცია გაუკეთდა, ამოუღეს ორივე თვალი. ის ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ოჯახი მის გადაყვანას მოსკოვში გეგმავს.

საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.

საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით ევალენკო აფხაზეთში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოქალაქე მოკლეს ოჩამჩირის რაიონის, სოფელ ტამიშშიც. მიხაილ მასლოვს თავს ორი შეიარაღებული ნიღბიანი დაესხა. მასლოვი მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42