მისი განცხადებით, მმართველი პარტიის წევრებმა, ბექა ოდიშარიამ და დავით სონღულაშვილმა ძველი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მშენებლობების დაწყება გადაწყვიტა.
„პირველი საკითხი, რომელიც მთავრობის სხდომაზე დავაყენეთ, ეხება ბექა ოდიშარიას მშენებლობას თაბორის მთაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. კახი კალაძისგან ვითხოვდით პასუხს, რას ფიქრობს პირადად და ჩაერევა, თუ არა ამ გადაწყვეტილებაში. მივიღეთ პასუხი, რომ ის ამ გადაწყვეტილებაში ჩაერთვება. მისი პირადი პოზიცია, რაც მოვისმინე დედაქალაქის მთავრობაზე, არის უარყოფითი. არ მოსწონს ის, რომ იქ დღეს შესაძლოა, მშენებლობა გაჩაღდეს და სამშენებლო პოლიგონად გადაიქცეს თაბორის მთა. შესაბამისად, დედაქალაქის მერი პირადად ჩაერთვება, როგორც ჩანს ამ საკითხში და გვითხრა, რომ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია საბოლოო ჯამში მიიღებს, თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში კახი კალას მერობის პირობებში ოდიშარია მშენებლობის ნებართვას. დეპუტატ სონღულაშვილს და კიდევ ორ კომპანიას 2000 კვ. მეტრი ფართი დაუკანონა აბსოლუტურად უსასყიდლოდ მერიამ. ამ თემასთან დაკავშირებითაც თქვა კახი კალაძემ, რომ საქმის კურსში არაა და ჩაერთვება და ასევე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის,“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






