სწორედ აღნიშნული საკითხების განხილვას დაეთმო ეკა ბესელიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისშეხვედრა.
როგორც შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა აღნიშნა, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ წარმოდგენილნი იყვნენ უზენაესისასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებად და სასამართლო სისტემაში ადვოკატთა გაერთიანებებიდან მოვიდნენ.
„ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც არის ყველაზე დიდი პროფესიული გაერთიანება, ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირეა სასამართლო რეფორმის და თანამოაზრეა, ისეთ საკითხებში, როგორიცაა დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებსაც შეეძლოთ ამ კონკურსში მონაწილეობა და კანდიდატების დასახელება. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაცია, რომელთანაცყველაზე ბუნებრივი ბმა მაქვს ჩემი წარსული პროფესიიდან გამომდინარე, უნდა იყოს ძლიერი მოკავშირე ჩვენი საერთო მიზნისკენ ბრძოლაში და საერთო მიზანი არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, სამართლიანი მართლმსაჯულება, რომელიც თითოეული ადვოკატისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესია", -განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიმართვასაც გამოეხმაურა და იგი „მძიმე განცხადებად" შეაფასა.
„მან თავისი მიმართვით შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის წევრებს და ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც ძალიან ცუდად მოიხსენია და ეს იყო სრულიად მიუღებელი ფორმა,რაზეც საჭიროა ძალიან მკაცრი პასუხი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრები გედევან ფოფხაძე და დავით ჭიჭინაძე დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






