მართლმსაჯულების რეფორმირება - „ევროპული საქართელო“ ინიციატივებით გამოდის და პარლამენტს რეზოლუციის მიღებას მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:28, 16 Jan, 2019     728
„ევროპული საქართელოს“ ლიდერებმა, მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივა გააჟღერეს.

საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს დადგენილება, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს მათ მიერ წარმოდგენილი სიის უკან გაწვევას.

ამავე ინიციატივის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებად დამატებით განისაზღვროს:

ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა, რომელშიც იკვეთება კანდიდატის როლი;

ბ) ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება კანდიდატის მიერ მიღებულ აქტებს.

კანდიდატების კანონმდელობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იურიდიულ კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, შემდეგი წესით:

ა) მის მუშაობაში, დეპუტატების გარდა, ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები;

ბ) ჯგუფს ჰქონდეს უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს; გ) ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნა გასაჯაროვდეს და წარედგინოს იურიდიულ კომიტეტს განსახილველად“, – აღნიშნულია ინიციატივაში.

ინიციატივის მიხედვით, რეგლამენტში უნდა გაიწეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42