"ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ ტენდერებში მონაწილეობა" - კალაძე „უპასუხისმგებლო კომპანიებიებს“ „შავი სიის“ შედგენით ემუქრება
პოლიტიკა - 11:20, 16 Jan, 2019     1080
დედაქალაქის მერის თქმით, 2019 წელს მეტროს მატარებლების ვაგონების განახლება მოხდება.

კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ "სამგორის" რეაბილიტაცია დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადები დაარღვია.

მერის თქმით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან.

მისი თქმით, მსგავსმა კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობა არ მიიღონ. მათ შორის, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანიების ერთგვარი „შავი სიის“ შედგენაც შესაძლებელია.

„ჩვენ გვაქვს ამაზე პასუხისმგებლება და შესაბამისად, ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიებისწინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

„მაგალითად, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 50 მეტრ მონაკვეთზე შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კატეგორიულად მიუღებელია ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ასეთი კომპანიები არ უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით და ყველაფერ უნდა გაკეთდეს, რათა არ ვიცი, შავი სია ჰქვია თუ რა, რომ ვერ გაბედონ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ეს აფერხებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. შემდეგ პრეტენზია მოდის მუნიციპალიტეტზე და არავინ არ უყურებს იმას, რომ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე და შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულება რჩება. ავტობუსებთან დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ 2019 წელს მთლიანად ჩავანაცვლოთ არსებული პარკი და ახალი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, მეტროსადგურების, ვაგონების და შემადგენლობების განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა და თვითონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იღებს ვალდებულებას, ეს სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს. რა თქმა უნდა, ამ კომპანიის წინააღმდეგ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც პროექტების განხორციელების დროს უპასუხისმგებლოდ იქცევიან.

თბილისის მერმა საზოგადოებას სხვა მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„ასევე, მინდა შევეხო მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერი დაუყოვნებლივ, განმეორებით გამოცხადდება, სადაც იმედს ვიქონიებთ, რომ გამარჯვებული კომპანია ძალიან მალე გამოვლინდება. მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეტროსადგური უკვე განახლებული, მოდერნიზებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას; გამოცხადებულია ტენდერი „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის პროექტირების შესახებაც.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილს“, სადაც ერთი წლის წინ, რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა, ჩვენ მიერ ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება. მოგვცეს მითითება, რომ პროექტი თავიდან უნდა განხორციელდეს, ანუ პროექტი იყო არასწორად შედგენილი და ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწია მუშაობის დაწყება. გვესმის, რომ მოქალაქეებისთვის მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, სადაც ჩვენთვის პრიორიტეტია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება. მგზავრებს ამისთვის ბოდიშს ვუხდი, თუმცა ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, პროექტირების ეტაპზე გადადის მეტროსადგურ „გურამიშვილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„აქაც ანალოგიური მდგომარეობა იყო, წარმოდგენილი პროექტი დაწუნებული იყო. მისი განხორციელება თავიდან მოხდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ დაიწყება. უკვე პროექტირების ტენდერისთვის მომზადდა და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი მეტროსადგურ „ისნის“, „თავისუფლების მოედნის“, „რუსთაველის“, „მარჯანიშვილის მოედნისა“ და „წერეთლის“ საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რათა ის კომფორტული და ყველაზე სწრაფი იყოს. შესაბამისად, 2019 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა კახა კალაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42