ვერაზე მომხდარ სროლას, წინ სისხლიანი გარჩევა უძღვოდა - დაჭრილია მამაკაცი, საქმეში კი სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის სიძის მეგობრები ფიგურირებენ
კრიმინალი - 20:10, 15 Jan, 2019     2681
სისხლიანი დაპირისპირება თბილის ცენტრში - ვერაზე, 6 გასროლის ხმა დაახლოებით 17:00 საათისთვის გაიგეს. "ნიუპოსტს" თვითმხილველები უყვებოდნენ, რომ ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ჩაცხრილეს.

სროლის შემდეგ მძღოლმა, 1982 წელს დაბადებულმა თეიმურაზ ქვათაძემ საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიასთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა.

ქვათაძემ გაქცევა მოახერხა.

"ნიუპოსტის" ინფოპრმაციით თავდამსხმელების სამიზნე სწორედ ქვათაძე იყო. მეტიც, როგორც გავარკვიეთ, სროლას წინ გარჩევა უძღოდა, რა დროსაც ერთი პირი - გიორგი ადუაშვილი დაიჭრა.

მამაკაცი, არამიანცის კლინიკაშია მოთავსებულიი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას მედიკოსები ოპერაციას ამ წუთებში უკეთებენ.

ადუაშვილს 6 ჭრილობა აღენიშნება. მათ შორის ფეხის არეში ოთხი, იაღლიაში კი ორი.

მომხდარის მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, კრიმიმალურ საქმეში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭირის უახლოესი მეგობრები ფიგურირებენ.

თვითმხილველების დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შინაგან სამეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42