"ევროპულ საქართველოს" აქვს წინადადებათა პაკეტი, თუ რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს მოსამართლეობის მსურველთა კანდოდატებისთვის" - ოთო კახიძე
პოლიტიკა - 13:25, 15 Jan, 2019     776

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთო კახიძის თქმით, პარტია ნაზი ჯანეზაშვილთან ითანამშრომლებს.

მისივე განმარტებით, ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს სწორედ ის წევრია, რომელიც აქტიურად იბრძვის მართმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის.

"ევროპული საქართველო" აქტიურად ითანამშრომლებს ნაზი ჯანეზაშვილთან ვინაიდან ეს არის პარლამენტიდან არჩეული იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. გვიხარია, რომ ის აქტიურად იბრძვის მართმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, "ევროპულ საქართველოს" აქვს თავის წინადადებათა პაკეტი, თუ რა კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს იმ კანდიდატისთვის, ვისაც სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების წინადადებებს, მე ვიცნობ პროექტს, რომელიც მათ საბჭოსთვის ჰქონდათ მომზადებული. გავეცნობი პროექტს, რომელიც უკვე საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან.

უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს, ჩვეენს კრიტერიუმებს, რასაც ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა აისახოს კანონმდებლობაში. ამავე დროს, ვითანამშრომლებთ არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან და სახალხო დამცველთან, რათა საზოგადოებამ მიიღოს უკეთესი სასამართლო სისტემა.

ერთ-ერთი კრიტერიუმი შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ, თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რომელიმე მოსამართლეს, ის ვერ უნდა გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინონდა ობიექტური კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ საზოგადოებას" - განაცხადა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42