წულუკიანის ვიზიტი და საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ირლანდიიდან - იუსიტიციის სამინისტროს პასუხი
პოლიტიკა - 13:02, 15 Jan, 2019     1005
იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" მიერ დღეს, 15 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანიამ ირლანდიაში მცხოვრებ ემიგრანტებზე დაყრდნობით გაავრცელა სიმართლეს არ შეესაბამება:


„მედიასაშუალებამ საინფორმაციო გამოშვებაში მოამზადა მასალა, რომელიც ირლანდიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში იძულებით დაბრუნებას ეხებოდა. კომენტარში ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტი აცხადებდა, რომ ქართველების დეპორტაციის საკითხი ირლანდიის ხელისუფლებამ ქართულ მხარესთან დეკემბერში შეათანხმა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვიზიტისას.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მივლინებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ტელეკომპანიას შეეძლო, დაეზუსტებინა − იმყოფებოდა თუ არა თეა წულუკიანი ირლანდიაში გასული წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, კომენტარი ეთერით ისე გადაიცა, რომ ჟურნალისტი არ დაკავშირებია იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და არ უცდია გადამოწმება, იმყოფებოდა თუ არა ირლანდიაში თეა წულუკიანი გასული წლის დეკემბერში. შედეგად, „რუსთავი 2-ის" მაყურებელმა მოისმინა ცრუ ინფორმაცია თეა წულუკიანის ვიზიტზე ირლანდიაში, რომელიც არ შემდგარა, და ამ არარსებული ვიზიტისას განხილულ საკითხებზე.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ თეა წულუკიანის ბოლო ვიზიტი ირლანდიაში შედგა 2014 წლის 8-9 მაისს. მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" არ ჩათვალა საჭიროდ იუსტიციის მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის ფაქტის გადამოწმება და ტელევიზიის მაყურებელმა ეთერიდან მოისმინა ცრუ ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.“- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42