„საქართველოში ნანახი გვაქვს, პუტინის რეჟიმი ეკლესიის გავლენას როგორ იყენებს ჩვენს წინააღმდეგ პირდაპირ აგრესიაში თუ პროპაგანდისტურ ომში. პოლიტიკოსებმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. „ევროპულმა საქართველომ“ უკრაინელ ხალხს გამარჯვება მივულოცეთ, მაგრამ ამ საკითხზე არც პრემიერისგან, არც საგარეო მინისტრისგან და არც „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან პოზიცია არ მოგვისმენია. სალომე ზურაბიშვილის გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, სადაც ხელი ეკლესიისგან გაიშვირა, რაც ფუნდამენტურად არასწორია, რადგან ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლებაა. ამ საკითხზე როგორია მათი პოზიცია და რატომ აქვთ ის პოზიცია რაც აქვთ, თუ აქვთ საერთოდ, უნდა გვითხრან”, – აცხადებს ბოკერია.
ბოკერია არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხის გამო, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაიბარონ:
„როცა ხელისუფლება უკრაინელ ხალხს ამ მოვლენას არ ულოცავს, რასაც საქართველოს მომავალზე პირდაპირი გავლენა აქვს, ეს ზიანის მომტანია საერთაშორისო პოზიციებისთვის. ასევე ზიანის მომტანია ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც რუსეთი ქვეყნის შიგნით აწარმოებს. მათ პასუხს ველოდებით, რა არის მათი პოზიცია. ხელს ეკლესიისკენ ნუ გაიშვერენ. ხელისუფლება და პოლიტიკოსები ეკლესიის საკითხებში არ უნდა ერეოდნენ, მაგრამ ამავე დროს, ხელის გაშვერა, რომ მათ ველოდებით, გაუგებარია. მაშინ ახსნან, რას ნიშნავს, სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფა”, – განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






