რაც შეეხება სუს-ს უფროსის პირველ მოადგილედ შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დანიშვნას, როგორც ამბობენ, ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ნაჩვენები ცუდი შედეგით უკმაყოფილოა და ახლა სწორედ იმ რეგიონების ხელმძღვანელებს სჯის, სადაც ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო.
წმენდის კიდევ ერთი მიზეზი სუს-ში ძალთა ახალი გადანაწილებისთვის ბრძოლაა, რასაც სავარაუდოდ სოსო გოგაშვილის კადრები ეწირებიან.
ამასთან ცნობილია, რომ ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე მაღალჩინოსანია და შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს იკავებს.
ოპოზიცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გაძლიერებაზე საუბრობენ.
„სუს-ს ჰქონდა დავალებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნებისმიერი საშუალებით განეხორციელებინა ძალადობა და მუქარა ამომრჩეველზე და გაეყვანა სალომე ზურაბიშვილი, „ოცნების“ კანდიდატი. ამიტომ ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი არის უკმაყოფილო და ეს ფაქტია და თვითონ სუს-შიც საუბრობენ ამაზე. იმით, რომ ოპოზიციამ მიუხედავად, ამ ძალადობის, მუქარისა და მართლა საოცრად უსამართლო არჩევნების მიუხედავად, 900 000-მდე ხმა მოიპოვა, ამიტომ ივანიშვილი ნაკლებად ენდობა ახლა, შეიძლება ითქვას, გომელაურს. უფრო მეტად ენდობა, როგორც არაფორმალურ მეთვალყურეს, ჩრდილოვან მეთვალყურეს გახარიას და სწორედ თვითონ აძლიერებს გახარიას ამ ჩრდილოვან გავლენებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






