"გოგაშვილმა თითი დამიქნია, კარგად იცი რა ხდებაო"- თემირლანი მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 11:51, 15 Jan, 2019     1063
თბილისის საქალაქო სასამართლოში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ს თემირლანის მიმართ „უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას“ ედავება.

სასამართლოს წინაშე მოკლული ბიჭის დედა აიზა (მედიკო) მარგოშვილი წარსდგა და თქვა, რომ მის შვილს "ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია".

"თემირლანი, რომ სუნთქავდა, ამით იყო ტერორისტი? ხალხში, რომ გავდივარ უცხოდ ვგრძნობ თავს, სხვა თვალით მიყურებენ, ალბათ, როგორც ტერორისტის დედას, როცა არანაირი ბრალი არ გვაქვს"- მიმართა მარგოშვილმა სასამართლოს.

მოკლული ახალგაზრდა ამბობს, რომ თემირლანმა იმ ადამიანების ნამდვილი სახელიც კი არ იცოდა, ვისთანაც კავშირს ედავებიან.

„თუ ესენი ტერორისტები იყვნენ, ამ 2 წლის განმავლობაში რატომ დადიოდნენ თავისუფლად? ნუთუ სამართალდამცავებმა არ იცოდნენ თბილისის ცენტრში, ხეობაში თავისუფლად, რომ გადაადგილდებოდნენ? ჩემ გულუბრყვილო ბავშვს უნდა ამოეცნო ისინი ვინ იყვნენ? მათი ნამდვილი სახელები და გვარები არ იცოდა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან", - განაცხადა მარგოშვილმა.

შვილმოკლული დედის განცხადებით, სპეცოპერაციის ღამეს გოგაშვილმა მას თითი დაუქნია.

„მომიახლოვდა გოგაშვილი და მკითხა, სტუმრები ვინ გყავდათო, მაშინ არც ვიცოდი გოგაშვილი ვინ იყო. სტუმრები სულ მყავს-მეთქი ვუთხარი, თითი დამიქნია, ძალიან კარგად იცი, რა ხდებაო..."- თქვა მარგოშვილმა.

მისი თქმით, თემირლანი ტერორისტად ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოაცხადეს.

„მტკიცებულების გარეშე, პირდაპირ ტერორისტებთან დააკავშირეს ჩემი შვილი. თუ სწამთ ღმერთი და ადამიანობის ერთი პროცენტი თუ შერჩენიათ, ეყოთ ამდენი უსამართლობა, ამდენი არაადამიანური ბრალდება და ცილისწამება. ღმერთის წყალობით, მგონი გავიმარჯვებთ და დამტკიცდება თემირლანის უდანაშაულობა", - განაცხადა მარგოშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42