უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა - რას გულისხმობს ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის საკანონმდებლო წინადადება
პოლიტიკა - 11:02, 15 Jan, 2019     764
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პარლამენტს ინიციატივით მიმართეს. ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი შერჩევის პროცესის გამჭვირვალება იქნება:

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამრთლოს კანდიდატურების წარდგენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა უნდა იყოს სამართლებრივად რეგულირებული, რომელიც უნდა იცავდეს სამართლებრივი განჭვრეტადობის, ეფექტიანობის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სხვა ძირითად პრინციპებს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რომელიც 5 ძირითად პრინციპს მოიცავს:

1. საკონსუტლაციო ჯგუფის შექმნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი.

საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრის შემადგენლობით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეირჩევიან შემდეგი წესით: საქართველოს უზენაესი სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წარადგენს 2 წევრს; საქართველოს სახალხო დამცველი - 2 წევრს; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - 2 წევრს; საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს - 1 წევრს;

საკონსულტაციო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას კანდიდატთა შესახებ. საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის.

კანდიდატების შერჩევის პროცედურაში დამატებითი რგოლის, საკონსულტაციო ჯგუფის შემოტანით მინიმუმამდე არის დაყვანილი პროცესის არაკეთილსინდისიერად და სუბიექტურად წარმართვის შესაძლებლობა.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსი ცხადდება ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული სპეციალიზაციების (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) მიხედვით.

3. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი.

პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კანდიდატთა შერჩევის პროცესის სანდოობისაკენ არის მიმართული.

პროცესის მიუკერძოებლად წარმართვის მიზნით საბჭოს მოქმედ წევრს არ უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი.

4.გასაუბრების ღიად ჩატარება

კანდიდატთან გასაუბრება უნდა ჩატარდეს საჯაროდ. იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უნდა უზრუნველყოს გასაუბრების ტრანსლაცია საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ კანდიდატთან გასაუბრების პროცესს და დაუსვან კანდიდატს შეკითხვა.

5. გადაწყეტილების კონსესუსით მიღება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსით, ღია სხდომაზე.

კონსესუსი ყველაზე კარგ საშუალებას წარმოადგენს, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება ისეთ კანდიდატზე, რომელიც ობიექტურად დააკმაყოფილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ პროფესიულ და მორალურ სტანდარტს"- წერია დოკუმენტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42